ქეთა თოფურია შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

ცოტა ხნის წინ რუსულ გამოცემა, ok – თან ინტერვიუში ქეთა თოფურიამ სხვა თემებთან ერთად ქალიშვილთან ურთიერთობაზეც ისაუბრა.
გოგონა დედისგან სულ ითხოვს ყურადღებას და უნდა, თან ატაროს.
– დღეს, მაგალითად, ნამდვილი სკანდალი მომიწყო, როცა ვუთხარი, რომ ჩვენებაზე მივდიოდი და თან არ მიმყავდა. საერთოდ, სულ თან დამყავს. მაგრამ როცა ასეა, ერთი მხრივ კარგად ვარ, მეორე მხრივ კი – ბევრს ვნერვიულობ, რადგან მინდა მასაც ყურადღება მივაქციო და სხვა ადამიანებსაც, ამას კი ვეღარ ვახერხებ.
ქეთი აღიარებს, რომ ოლივიას ძალიან ანებივრებს ლამაზი ტანსაცმლით და გემოვნებას უყალიბებს. მიუხედავად იმისა, რომ ოლივია სამი წლისაც არაა, დედასაც აძლევს რჩევებს.
– ტანსაცმლის საკითხში ყოველთვის ვაძლევ თავისუფლებას, თავად მიდის გარდერობთან და ამბობს: “ამას ჩავიცვამ!” ხანდახან მეც კი ვეკითხები რჩევას, რა ჩავიცვა. და ვუჯერებ ხოლმე.
მისივე თქმით, ახლობლები და მეგობრები ძალიან ანებივრებენ მის ქალიშვილს.
– ოლივიას ჩემზე დიდი გარდერობი აქვს. უკვე აღარ ვიცი, სად წავიღო მისი ტანსაცმელი. ძალიან ბევრ ძვირფას, ბრენდულ სამოსს ჩუქნიან. მე უფრო საჭირო ტანსაცმელს ვყიდულობ – მაგალითად, თბილ სამოსს, რომელიც არც ისე ლამაზია. ამბობს ქეთა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები