“ქართული გრამატიკის წიგნს კითხულობდა”, – უჩვეულო შემთხვევა ნიუ იორკის მეტროში

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი საინტერესო პოსტს აქვეყნებს. პოსტის ავტორი წერს, რომ ნიუ იორკის მეტროში შემთხვევით შეხვდა ადამიანს, რომელიც საქართველოთი ძალიან დაინტერესებულია და ქვეყნის ისტორიასა და კულტურას სწავლობს.
“”ნიუ იორკის მეტრო თავგადასავლებითაა სავსე. დღეს, შემთხვევით, მამაკაცს მივუჯექი გვერდზე, რომელსაც მუზეუმის მიმართულება შევეკითხე. მოკლე საუბრის შემდეგ, ჩემს ტელეფონში ტექსტებს მიაქცია ყურადღება და აჟიტირებულმა მკითხა: ქართველი ხარ ? გაკვირვებულმა შევხედე. არც ქართველს გავდა, აშკარად, და არც საბჭოთა ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელს. კი-თქო, ვუპასუხე, მუხლზე გადაშლილი წიგნი ამოატრიალა და რა დავინახე – ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული საკმაოდ ძველი ქართული გრამატიკის წიგნი. წამიკითხე-თქო, ვთხოვე. ჩემდა გასაოცრად, ფანტასტიკურად წაიკითხა. ეს ადამიანი არის ევანს სიგელი, ლექტორი, სპარსოლოგი, რომელიც ახლა ქართულს ეუფლება. ქართულ ისტორიასა და კულტურას კარგად იცნობს. ასევე, გეგმაში აქვს საქართველოს მონახულება. ამ ამბავმა დღე გამიხალისა. სასიამოვნოა, როცა შენს პატარა სამშობლოზე შეყვარებულ უცხოელ ადამიანს ამხელა ვეებერთელა ქვეყანაში შეხვდები, რომელმაც ბევრ ქართველზე უკეთ იცის საქართველოს ისტორია და კულტურა”,-წერს პოსტის ავტორი სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები