ქალმა ლატარიის ბილეთი, რომლითაც 2 მილიონ დოლარს იგებდა, გადააგდო

ამერიკის შტატ მიჩიგანში ქალმა შეცდომით გადააგდო ლატარიის ბილეთი, რომელმაც მსხვილი თანხა მოიგო, თუმცა მისმა მეუღლემ ის ნაგავში მაინც მოძებნა. ამის შესახებ გამოცემა UPI წერს.

კაცი ამტკიცებს, რომ მან ეს ბილეთი ცოლს დაბადების დღეზე აჩუქა, მან კი გადაშალა დამცავი საფარი, ჩათვალა, რომ ვერაფერი მოიგო და გადააგდო.

ქმარს მაინც სჯეროდა, რომ ლატარიის ბილეთში ტყუილად არ გადაუხდია ფული, იპოვა ის და გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ მისმა ცოლმა 2 მილიონი დოლარი მოიგო.

“ჩვენ თავს იღბლიანებად არ ვთვლიდით, ასე რომ, ეს სასიამოვნო სიურპრიზი იყო“, – ამბობს კაცი.

ლატარიის წესებით, მოგებული თანხა რამდენიმე წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ გაიცემა, თუმცა თუ თანხის ნაწილზე მოგებული უარს იტყვის, დანარჩენს ერთბაშად აიღებს. ოჯახმა მეორე ვარიანტი არჩია და 1 მილიონ 300 ათასი დოლარი მიიღო.

წყარო:https://imedinews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები