უცხოური ტაბლოიდები ანჯელინა ჯოლისა და კიანუ რივზის ურთიერთობის შესახებ წერენ

ხვდებიან თუ არა ერთმანეთს ანჯელინა ჯოლი და კიანუ რივზი? ეს კითხვა ამერიკულ ყვითელ მედიას განსაკუთრებით აინტერესებს. ტაბლოიდები ვერსიებს განიხილავენ და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დასკვნებს აკეთებენ.
ერთ-ერთი ყვითელი ონლაინ გამოცემის თანახმად, ვარსკვლავები ფარულად ხვდებიან ერთმანეთს, ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისიდან, როდესაც მათ ბერძნულ კუნძულზე საიდუმლოდ იმოგზაურეს.
წყაროს ინფორმაციით მსახიობებმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ჯოლი და მისი შვილი ლოს ანჯელესში იმ სახლის მეზობლად გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც კიანუ რივზის დედა ცხოვრობს. კიანუ კი დედასთან ძალიან ახლოს არის და მას ხშირად სტუმრობს. ამავე წყაროს მიხედვით, კიანუ ძალიან მოსწონს ანჯელინას შვილებს და ერთად ხშირად ატარებენ დროს.
„მას უყვარს ბავშვები და ენჯიზეც კარგ გავლენა ახდენს. ის კეთილია, გამცემი და თბილი – სწორედ ეს თვისებები სჭირდება ახლა ენჯის ყველაზე მეტად. მას დრამები აღარ სჭირდება.“
ასევე, იდუმალი წყაროს ინფორმაციით, კიანუს დედას ძალიან უნდა მსახიობებმა მათი ურთიერთობა საჯარო გახადონ.
თუმცა, მეორე ტაბლოიდური გამოცემა „Gossip Cop“-ის ინფორმაციით, ეს ყველაფერი სრული ტყუილი და მონაგონია. მათ, ასევე შიდა წყაროზე დაყრდნობით, გაარკვიეს, რომ ანჯელინა კვლავ მარტოა და მხოლოდ შვილებზეა ორიენტირებული. ასევე, მას არ ჰქონია არდადეგები საბერძნეთში 2017 წლის ივლისში.
ასეთივე ინფორმაციას ფლობენ ცნობილი ამერიკული ტაბლოიდები „People magazine“, „E! News“ და სხვ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ცოლქმრული ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა, ლამაზმანს არაერთ ცნობილ მსახიობთან რომანი მიაწერეს. მათ შორის იყვნენ ჯასტინ თეროუ, ქრის ჰემსვორთი და თავად ჯოლის პარტნიორი ფილმში “First They Killed My Father“.

კომენტარები

სხვა სიახლეები