,,უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის”- “ევროვიზიაზე” თამთა გოდუაძეს ქართველმა ჟიურიმ 6 ქულა დაუწერა

თამთა გოდუაძე “ევროვიზიის” 2019 წლის კონკურსზე საქართველოს ჟიურის მიერ დაწერილ ქულას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

”ჩემო კარგებო, მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ არცერთი წამით ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ ჩემ გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ, რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე, რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნისა და ერის მართლება, ძირითადად, ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ). მე ამასაც კარგად მოვახერხებ, თქვენ არ ინერვიულოთ! გიყვარდეთ ერთმანეთი”, – წერს მომღერალი.

ევროვიზიის ქართველმა ჟიურიმ თამთა გოდუაძეს, რომელიც კონკურსზე კვიპროსს წარმოადგენდა, 6 ქულა დაუწერა.

კომენტარები

სხვა სიახლეები