ტრიო “მანდილის” საკონკურსო სიმღერა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა – “ამ სიმღერის გატანა “ევროვიზიაზე” სირცხვილია” (ვიდეო)

“ევროვიზია 2017”-ის შესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივ მაუწყებელზე 7 დეკემბერს დასრულდა.მასში 28 კონკურსანტი მონაწილეობდა. გამარჯვებული სიმღერა საქართველოს “ევროვიზიის” კონკურსზე, კიევში წარადგენს.
ერთ-ერთი კანდიდატია ტრიო “მანდილი”(თათული მგელაძე, თამარ წიკლაური და ირინა მიდელაური ), რომელიც მსმენელმა 2014 წელს გაიცნო სიმღერით “აპარეკა”. გოგონები “ევროვიზიის” კონკურსზე წარსდგებიან სიმღერით “მე და შენ”(კომპოზიტორი ვადიმ ესტერმანი, როსტისლავ მასლოვიჩი), რომელიც
უცხოელმა პროდიუსერებმა გოგონებს სპეციალურად კონკურსისთვის დაუწერეს, სიმღერა, თითქოსდა, ქართულ ფოლკლორზე გარემიქსებული თანამედროვე ვარიანტია, თუმცა, საზოგადოების უმეტესობას სიმღერა არ მოსწონს და მიაჩნიათ, რომ ამ სიმღერის გატანა სირცხვილია.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=hos0GC6DNkY[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები