სცემა თუ არა მეფემ დედოფალს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ყოფილი ცოლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შესაძლო ცემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით ბაგრატიონმა მეუღლეზე, ანა ბაგრატიონზე ფიზიკურად იძალადა, ანა ბაგრატიონის ადვოკატმა გაავრცელა. ადვოკატის თქმით, დავით ბაგრატიონი მეუღლეს ფიზიკურად მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გაუსწორდა. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე, მოწინააღმდეგე მხარის ბრალდებას უარყოფს და “შავ პიარს” უწოდებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები