მამაკაცმა გველი შარვალში ჩაიდო და მოიპარა (ვიდეო)

უცნობმა მამაკაცმა, აშშ-ის შტატ მიჩიგანში მდებარე ზოომაღაზიიდან, სამეფო პითონი მოიპარა. პითონი, სახელად „პასტა“, მან საკმაოდ უცნაური მეთოდით გაიტაცა. მომხდარი შიდა სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. როგორც კადრებში ჩანს, მამაკაცმა 1,2-მეტრიანი „პასტა“ მისი ადგილსამყოფელიდან ამოიღო და შარვალში ჩაიდო, შემდეგ კი 6 დოლარად ვირთხა იყიდა და მაღაზიიდან გავიდა. როგორც ირკვევა, „პასტას“ ფასი 100 დოლარს აღემატება. პოლიციამ ქურდობის კადრები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა და მომხმარებლებს გველის ქურდის პოვნაში დახმარებას სთხოვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები