სტარბაქსის ჭიქის შემდეგ, შეცდომა GOT-ის ბოლო სერიაშიც გაეპარათ (ფოტო)

ეს სტატია სპოილერებს არ შეიცავს (ნუ, სულ ცოტათი შეიძლება). შეგიძლიათ, თამამად წაიკითხოთ.
ეპოქა დასრულდა! ბოლო დროის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სერიალის, “სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელი სერია მაყურებელმა დღეს თბილისის დროით დილის 5 საათზე პირდაპირ ეთერში იხილა. როგორც შეგპირდით, სერიის განხილვა და “დაუნდობელი” სპოილერები არ გელით, უბრალოდ, მრავალმილიონი ბიუჯეტის მქონე სერიალში, რომელზეც ასობით ადამიანი მუშაობს, კიდევ ერთხელ გაეპარათ შეცდომა. ამ სეზონში ერთხელ უკვე ვიხილეთ “სტარბაქსის” ჭიქა დრაკონების დედის მაგიდაზე, ამჯერად, ვესტეროსში სემუელ ტარლის ფეხთან წყლის პლასტმასის ბოთლი გამოჩნდა. ვერაფერს ვიტყვით, მოვლენები ისე განვითარდა, სემის პირის გასველება არ აწყენდა…
“წყლის ბოთლი მეფის სავანეში” , “ღმერთო, ვერ ვსუნთქავ, მათ ეს კიდევ დაემართათ. ეს შოუ დაგვცინის”, – წერენ სოცქსელის მომხმარებლები.

კომენტარები

სხვა სიახლეები