სოფო ნიჟარაძე რუსა მორჩილაძის საქციელით გაკვირვებულია – “მის უამრავ სიმღერას ვმღერი”

სოფო ნიჟარაძე  წლევანდელ თბილისობასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს პირველი წელი არ არის, როცა მას მონაწილეობას არ სთავაზობენ.
“რა თქმა უნდა, არაფერს ვმღერი. ეს უკვე პირველი წელი არ არის, როცა მე არ მთავაზობენ მონაწილეობას. წელს განსაკუთრებით გამიკვირდა, რა თქმა უნდა – წინაზე თუ მეგონა, რომ მე მათ გემოვნებაში არ შევდიოდი, ახლა მთლად ჩემი მეგობრები არიან ამ ყველაფერში ჩართული. რუსა მორჩილაძეა კულტურის სამსახურის უფროსი, ამიტომ მისგან გამიკვირდა… არ მოვწონვარ, აქ უკვე აღარ განიხილება, მის უამრავ სიმღერას ვმღერი. შეიძლება, უბრალოდ, დავალებაა, რომ არ ვიყო, არ ვიცი… როგორც ჩანს, დაბლოკვის თემა გრძელდება… იყო ცუდი, მაგრამ ახლაც ცუდი ტენდენცია გრძელდება…“, აღნიშნავს მომღერალი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები