საქართველო მოდური გახდა

რატომ არიან ქართველი დიზაინერები რუს დიზაინერებზე უფრო წარმატებულნი?
საქართველოში ეროვნული მოდის კვირეული დასრულდა. არც თუ მსხვილი მასშტაბის რეგიონულ კვირეულებს შორის Tbilisi Fashion Week – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია: აქ მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსები იყრიან თავს და ჟურნალები თბილისის ქუჩის მოდის ამსახველი ფოტოებით ივსება. «Газета.Ru” მოგვითხრობს, თუ რის წყალობით ამყარებენ პოპულარულობის რეკორდებს ქართველი დიზაინერები.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ მოსკოვის მოდის კვირეულისგან განსხვავებით, რომელიც მოსკოვის მანეჟზე ტარდება, თბილისში ჩვენებებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და ეგზოტიკურ ადგილებში ატარებენ. სწორად შერჩეული მოქმედების ადგილი მაყურებელს კოლორიტისა და დიზაინერის ჩანაფიქრის აღქმაში ეხმარება.
Tbilisi Fashion Week 10 წელზე ნაკლებია რაც არსებობს, მაგრამ უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოვლენად იქცა. ჩვენებებზე დასასწრებად ჟურნალისტები დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან ჩამოდიან, Vogue ყველაზე საინტერესო street-style ნიმუშებს აშუქებს, ხოლო ქართველ დიზაინერთა შექმნილ ნივთებს დასავლეთის შოუბიზნესის ვარსკვლავებიც კი ატარებენ. გამონაკლისი არც მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონი „შემოდგომა-ზამთარი-2017“ გამხდარა. ეროვნული მოდის ინდუსტრიის წარმატება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 5 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, სწორედ საკუთარი კულტურისადმი იმ განსაკუთრებული დამოკიდებულების შედეგია, რომელიც ქართველებს ახასიათებთ. სწორედ მასზე აკეთებენ გათვლას დიზაინერები.
ყოველი Tbilisi Fashion Week შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს გაეცნონ ეროვნულ კულტურას. ორგანიზატორები ყოველ სეზონზე ცდილობენ შეახვედრონ სტუმრები ხელოვნების წამყვან მოღვაწეებს, წარმოდგენა შეუქმნან მათ ადგილობრივ სამზარეულოზე, ტრადიციებსა თუ ქვეყნის ისტორიაზე.
მეთხუთმეტე სეზონის გახსნის ცერემონია მიეძღვნა სახელგანთქმულ ქართველ მსახიობს სოფიკო ჭიაურელს, რომელსაცწელს, მაისში ოთხმოცი წელიშეუსრულდებოდა.გახსნის ცერემონია თბილისის №1 ღვინის ქარხნის ეზოში ჩატარდა იმ ცნობილი კინოფილმების მოტივებზე შექმნილი პერფორმანსების თანხლებით, რომლებშიც სოფიკო ჭიაურელი თამაშობს. მაყურებელს შესთავაზეს ახლებურად დანახული კადრები ფილმებიდან „ვერის უბნის მელოდიები“ და „ბროწეულის ფერები“ რომლებშიც მთავარ როლებს სოფიკო ასრულებს, წარმოდგენილი იყო ასევე მისი ტანსაცმლის, აქსესუარებისა და თავსაბურების გამოფენა.
დასავლეთის ქართული მოდისადმი ინტერესის პროვოცირება მნიშვნელოვან წილად დემნა გვასალიამ – Balenciaga-ს კრეატიულმადირექტორმა და საკუთარი ბრენდისVetements-ის დამფუძნებელმა განაპირობა.
ახალა მის ახალ ნამუშევრებს მთელი მსოფლიო ელის: იმ კოლექციების წყალობით, რომლებშიც გვასალია საბჭოური და პოსტსაბჭოური ესთეტიკის დეკონსტრუქციას ახდენს, ქართული მოდის ინდუსტრია განსაკუთრებული ინტერესის საგნადიქცა. თუმცა ეს წარმატება მხოლოდ გვასალიას დამსახურებად არ უნდა ჩაითვალოს. მიზეზები, რომელთა გამოც Tbilisi Fashion Week მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა, სინამდვილეში ბევრად უფრო ღრმაა.
პირველ რიგში ქართველი დიზაინერები ქმნიან კოლექციებს, რომლებიც მათი კულტურის სათავეებს უკავშირდება – ეს დასავლელი კრიტიკოსების ყურადღების მოზიდვას უწყობს ხელს (სწორედ ამ ხერხით გაითქვეს ასე სახელი რუსეთის ფარგლებს გარეთ გოშა რუბჩინსკიმ, ულიანა სერგეენკომ და დენის სიმაჩოვმა). უჩვეულო ნივთები ეგზოტიკური ისტორიით ყოველთვის იზიდავს უცხოელ მყიდველს. ამ ხერხს აქტიურად იყენებს გოჩა ნიქაბაძე, რომელიც ყოველ სეზონზე დიდი წარმატებით წარმოადგენს თავის სამოსს MBFWRussia-ზე და ბრენდი Avtandil, რომლის ტანსაცმელშიც ხშირად ვხედავთ ქეთა თოფურიას და ეველინა ხრომჩენკოს: ისინი არ ცდილობენ ვინმეს დაემსგავსონ, არავის ბაძავენ და კრიტიკოსთა კომპლიმენტებსაც იმსახურებენ.
წარმატების მეორე მიზეზი სწორი წარმოჩენაა. მოსკოვის მოდის კვირეულისგან განსხვავებით, რომელიც მოსკოვის მანეჟზე ტარდება, თბილისში ჩვენებებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ და ეგზოტიკურ ადგილებში ატარებენ. სწორად შერჩეული მოქმედების ადგილი მაყურებელს კოლორიტისა და დიზაინერის ჩანაფიქრის აღქმაში ეხმარება. ასეთია ჩვენებები თბილისის შემოგარენში, ნახევრად დანგრეულ მიტოვებულ შენობებში, სამკერვალო ფაბრიკის შენობაში თუ ძველებური თბილისური სახლის აივანზე. „საჭირო ატმოსფეროს“ შექმნის იდეა ქართველმა დიზაინერებმა ოთხი წამყვანი მოდის კვირეულიდან გადმოიღეს. მაგრამ ამ შემთხვევაში მიბაძვა გამართლებული აღმოჩნდა.
გაცილებით უფრო სასიამოვნო სანახავია ფერადი პრინტით გაწყობილი კაბები სადმე ქალაქგარეთ ახლად აყვავებული ცოცხალი ყვავილებისა და მწვანე გაზონების ფონზე, ვიდრე პოდიუმზე, დახუთულ დარბაზში.
მესამე – ქართველი დიზაინერები არ ივიწყებენ სამშობლოს მაშინაც, როცა მისგან შორს არიან. საზღვარგარეთის მოდის წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების შემდეგ მათი ნაწილისამშობლოში ბრუნდება. მათ კი, ვინც საზღვარგარეთ რჩება, აუცილებლად ჩამოაქვთ კოლექციები ეროვნული მოდის კვირეულზე. მაგალითად დავით კომამ (რომელიც ახლა ჯენიფერ ლოპესს, გვინეტ პელტროუს, მეგან ფოქსს, ევა ლონგორიას, ადრიანა ლიმას, ჯენიფერ ლოურენსს და ბეიონსეს აცმევს) განათლება ლონდონის Central Saint Martins Cillege jf Art & Design-ში მიიღო, თამუნა ინგოროყვამ ESMOD-ის მოდის ინსტიტუტი დაამთავრა და სტილისტის პრაქტიკას პარიზის Lagerfeld gallery-ში გადიოდა, რია ქებურია American university of Paris-ში სწავლობდა.
და ბოლოს, მოდა საქართველოში ახალგაზრდებს უთმობს გზას. ფეშენ-ბლოგერის ანანო დოლაბერიძის თქმით ბოლო მოდის კვირეული მრავალი ახალგაზრდა ნიჭიერი მოდელიერის მონაწილეობის წყალობით იყო საინტერესო: „დღეს მსოფლიო ახალგაზრდა თაობაზეა ორიენტირებული. თავისუფალ, ექსპერიმენტებისა და რისკის მოყვარულ ადამიანებზე. ახალგაზრდული ენერგია, ახალი სისხლი ნებისმიერი ბაზრისთვის მნიშვნელოვანია. ამ სეზონის დებიუტანტებს შორის აღსანიშნავია Mia Pailodze, Elenny და Laboratory“.
მაია ფაილოძეთბილისის მოდის მეთხუტმეტე კვირეულის მართლაც წარმატებული დებიუტანტია: ღია მწვანე, მოვარდისფრო-რძისფერი და ქვიშისფერი ტონები, სადა და ლაკონიური მოდელები, გრძელი სახელო და დაფარული მუხლი. კოლექციის მთავარ მშვენებად შეიძლება ჩაითვალოს პალმის ფოთლების მსგავსი დეკორი. ისევე, როგორც ბევრი სხვა დიზაინერი მიაც არ უვლის გვერდს ამჟამად მეტად აქტუალურ გამჭვირვალე ჩანართებს, ხოლო ფეხსაცმლის მოდელებიდან უპირატესობას კარგად ნაცნობ წვეტიან „ბოტილიონებსა“ და ქალის კლასიკურფეხსაცმელს ე.წ.„ლოდოჩკებს“ ანიჭებს.
გამოცდილ დიზაინერებს შორის კრიტიკოსები Mariam Gvasalia-ს გამოყოფენ. ქართული მოდის კვირეულის მუდმივი მონაწილე მარიამ გვასალიას არავითარი კავშირი არ აქვს გახმაურებულ ბრენდებთან Vetements და Balensiaga. თუმცა ბლოგერები და ადგილობრივი ვარსკვლავები ყოველ სეზონზე მოუთმენლად მოელიან მის ახალ კოლექციებს, რადგან ის ხშირად წინასწარ გრძნობს მსოფლიო ტრენდებს – როგორც ეს მოხდა მოშიშვლებული მხრების შემთხვევაში კოლექციაში F/W2015.
ამ სეზონში მარიამმა აქცენტი გააკეთა მრავალფენა, ასიმეტრიულ სამოსზე და ერთი შეხედვით შეუთავსებელი პრინტებისა (სახეებისა) და ფაქტურების შეხამებაზე
ერთ მოდელში ერთმანეთს ერწყმის მარგალიტისა და სადაფისფრად მოელვარე სქელი ქსოვილი და პრინტი, რომელიც კამუფლაჟს მოგვაგონებს. აქვეა სტაფილოსფერი და მჭახე ყვითელი ფერები, რომლებიც ზოგიერთი მოდელის აქცენტადაა გამოყენებული. გარდა ამისა მარიამი დახვეწილად მიგვანიშნებს, რომ წვეტიანი „ბოტილიონები“ ისევ მოდაში შემოდის, ხოლო ფართო კონტრასტული ქამრის წელზე შემოხვევა უკვე ამ გაზაფხულზე შეგვიძლია.
პოდიუმზე ნახავდით ასევე აშკარად თამამ მოდელებსაც. საქვეყნოდ ცნობილ ბრენდებს შორის საკუთარი კოლექცია წარმოადგინა დიზაინერ დაშა სელიანოვას მიერ დაარსებულმა ლონდონურმა მარკამ ZDDZ, რომელიც ყოველთვის ცნობილი იყო ურბანისტული სტილით. დიზაინერის შთაგონების წყაროა ქალაქის პეიზაჟები, საოფისე და სამხედრო ტანსაცმელიც კი. ამჯერად კოლექცია საოფისე დრეს-კოდის თავისუფალი ინტერპრეტაცია გახლდათ: აქსესუარის სახით ზოგიერთ მოდელს ბლოკნოტი ეჭირა. მოიძებნა ადგილი 90-იანების ცოტაოდენი სპორტული „შიკისთვისაც“: რამდენიმე მოდელმა წარმოგვიდგინა ლაკონური და ამავე დროს ეფექტური სპორტული კოსტიუმი.
მოდის მეთხუთმეტე კვირეული დახურა ლაშა ჯოხაძემ, რომელმაც გასულ სეზონზე თავი შავ-წითელ-თეთრი კოლექციით დაგვამახსოვრა. ეს კოლექციაც მთლიანად საღამოს კაბებით იყო წარმოდგენილი. ოღონდ ამჯერად ფერთა მდიდარი გამით გამოირჩეოდა. ხავერდისა, და ჰაეროვანი ატლასის სიუხვე, ზღვის ვარსკვლავებისა და მარჯნის დეკორი უნებურად მულტფილმის გმირის – ქალთევზას სამოსის ასოციაციას იწვევს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ ჭარბობდა თვალშისაცემი დეტალები, კაბები მაინც საკმაოდ ქალურად, დახვეწილად და დიდებულად გამოიყურებოდა.
https://www.gazeta.ru/lifestyle/style/2017/04/a_10641761.shtml

 

კომენტარები

სხვა სიახლეები