„სამეფო კარის თამაშები“ დრაკონების დედამ დატოვა

დრაკონების დედა სერიალიდან, „სამეფო კარის თამაშები“ ტელეშოუს და მაყურებელს დაემშვიდობა. მსახიობი ემილია კლარკი ამ პოპულარულ ამერიკულ ტელეშოუში ფაქტიურად, ათი წლის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას.
მსახიობმა „ტვიტერზე“ დაწერა იმის შესახებ, რომ გაემგზავრა კუნძულზე, რადგან იმ მიწასთან სურდა დამშვიდობება, რომელიც მისი სახლი ათი წლის განმავლობაში იყო.
კლარკის განცხადებით, ამ სერიალში მონაწილეობა ნამდვილი თავგადასავალი იყო.
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონი 2019 წლის ზაფხულში გამოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები