რუსული მედია ქეთა თოფურიას ახალ სიყვარულზე წერს – ვინ არის ლევ ძენგოვი, რატომ შეიცვალა სახელი და გვარი და რას ჰყვება მისი ყოფილი ცოლი (ფოტო)

რუსეთში მომღერალ ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრების შესახებ ინტერესი არ წყდება. როგორც რუსული გამოცემები წერენ, მას ახალი რჩეული ჰყავს, რასაც მის მიერ ინსტაგრამზე მამაკაცთან ერთად გამოქვეყნებული ფოტოც წარწერით “მე შენ მიყვარხარ”ამტკიცებს. რუსული ტაბლოდების ინფორმაციით, მომღერალი მართლაც შეყვარებულია და მისი რჩეული 35 წლის ბელორუსი დიპლომატი და ბიზნესმენი ლევ ძენგოვია.


ასევე რუსული ტაბლოიდების ინფორმაციით ძენგოვი სანამ დიპლომატიურ საქმიანობას დაიწყებდა შოუბიზნესის აქტიური წევრი გახლდათ.
ის ჯგუფ “არბავის” სოლისტი იყო და მინსკში ღამის კლუბებშიც გამოდიოდა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ მან სახელი და გვარი შეიცვალა, ამის მიზეზი კი მისი განვლილი ცხოვრება გახდა. დიპლომატის ნამდვილი სახელი და გვარი პაველ გუზბანია.
აღსანიშნავია, რომ ის ორ ქორწინებაში იმყოფებოდა. პირველი ქორწინებიდან მას შვილი – ლეონიდი ჰყავს, ხოლო მეორე ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავდა, რომელიც ერთი წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც მისი მეორე ყოფილი ცოლი – ირინა რაკი ამბობს, ლევმა ის მას შემდეგ მიატოვა, რაც ახალშობილს აცრა გაუმიზეზდა და ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ ის მხოლოდ რამდენიმე თვესღა იცოცხლებდა. როგრც რაკი ამბობს, ლევმა მას განუცხადა, რომ შვილის გარდაცვალებას ვერ აიტანდა და ის წავიდა….

რაც შეეხება ქეთასა და ლევის ურთიერთობას, მომღერალმა 8 ივნისს დიპლომატის იუბილეზე იმღერა.
რუსული გამოცემები ქეთას ახალ რჩეულზე აქტიურ გამოკითხვასც ატარებენ – რომელი სახელი უხდება ქეთას ბოიფრენდს – ლევ ძენგოვი თუ პაველ გუზბანი?აღნიშნულ გამოკითხვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამ ეტაპზე, დიპლომატის ნამდვილი სახელი და გვარი ლიდერობს.

აღსანიშნავია, რომ ქეთა თოფურია რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ლევ გეხმანს დაშორდა, რომელთანაც შვილი ოლივია ჰყავს. ამის შემდეგ კი მას ურთიერთობა რეპერ გუფისთან ჰქონდა, რაც სკანდალურად, რეპერის ღალატით დასრულდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები