“რუსეთის გეგმის მონაწილე ხართ” – ანიტა რაჭველიშვილი “გირჩს” “სამარცხვინოს” უწოდებს

ქართველი მეცოსოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი “გირჩს” “სამარცხვინოს” უწოდებს.

როგორც რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პარტია რუსეთის გეგმის მონაწილეა.

“ძალიან მძიმე სურათია, როდესაც საქართველოს მოქალაქე ლამაზი ვაჟკაცები “გირჩის” კარებთან აყუდებულან ათობით და ათასობით მხოლოდ იმიტომ, რომ ჯარს აარიდონ თავი! ჯარი მძიმეა, ძნელია, ჯოჯოხეთია, მაგრამ საჭიროა, აუცილებელია! მამა ჯარგამოვლილი მყავს! მეუღლე ჯარგამოვლილი მყავს და მეამაყებიან! ვაჟი თუ გვეყოლა, ისიც ჯარში, წავა ყოველგვარი კამათის გარეშე! სირცხვილია, ახალგაზრდებო! არც განათლება გინდათ მიიღოთ და არც ჯარში გინდათ მსახური, ანუ არ გაინტერესებთ, სამშობლოს გამოადგებით თუ არა?! ჩვენს ქვეყანას გადარჩენისთვის სჭირდება მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი და ყველა თუ “გირჩის” წევრი გახდა, კარგად გვექნება საქმე! სამარცხვინო, ხართ ჯაფარიძე! სამარცხვინო! ვერ ხვდებით, რომ ამით რუსეთისა და “ქართული ოცნების” გეგმის განხორციელების ნაწილი ხდებით?! არ იქნება ჯარი, არ გვექნება დამოუკიდებლობა! რუსეთის გეგმის მონაწილე ხართ გირჩი • Girchi სამარცხვინოებო! მეც კი წავიდოდი ჯარში, რომ შემეძლოს!”, – წერს რაჭველიშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები