მარიკა თხელიძე “ქართული ოცნების” დეპუტატზე გათხოვდა

მომღერალი მარიკა თხელიძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი მანველიძე დაოჯახდნენ. ინფორმაციას ჟურნალი “თბილისელები” ავრცელებს.

მათ ურთიერთობისთვის ჯერ ოფიციალური სახე არ მიუციათ, თუმცა, მალე გეგმავენ.

ორივესთვის ეს მეორე ქორწინებაა.
მარიკა თხელიძე: “ერთმანეთი საერთო მეგობარმა, ნინი ქარსელაძემ გაგვაცნო. პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე გიორგის მიმართ. დავმეგობრდით. შარშან, როცა ბათუმში ჩავედი, მივხვდით, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა, სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩემი და გიორგის ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა… გიორგიმ შიში დამაძლევინა, გადამალახვინა და მიმახვედრა, რომ მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმით ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა…”
გიორგი მანველიძე: “მარიკა თხელიძე სულ იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ მას გავიცნობდი, მის სიმღერებს ვუსმენდი და ძალიან მომწონდა, მის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თუმცა, თუ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდა, ვერ წარმოვიდგენდი… საოცარი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარი და მოსიყვარულე მეუღლე. მან სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება და ყოველი დღე გამიხალისა…”
წყარო: “თბილისელები”

კომენტარები

სხვა სიახლეები