„როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის პატივისცემა” – თვითშეფასების ასამაღლებელი რჩევები ფსიქოლოგისგან

„როგორ დავიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემა?“ – ამ რიტორიკული კითხვის პასუხად ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელის დახმარებით ფსიქოლოგიურ 10 რჩევას სთავაზობს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

1.რაც შეიძლება მეტად იურთიერთეთ ადამიანებთან. ნაცნობებთან, უცნობებთან….წესად გაიხადეთ, გარეთ გასვლის დროს 3 უცნობს უთხრათ კომპლიმენტი, 3 უცნობს დაუსვათ კითხვა და 3 უცნობს უმიზეზოდ გაუღიმოთ
2.მიაქციეთ ყურადღება საკუთარ გარეგნობას და ჩაცმულობას – იზრუნეთ მასზე… არ დაიზაროთ იმ მოქმედებების კეთება, რომელთა წყალობითაც, სარკეში ჩახედვა სიამოვნებას მოგგვრით. დილას საღამოს მიიღეთ შხაპი – და საერთოდ…იმისათვის რომ სააბაზანოში აღმოჩნდეთ, სულაც არ არის აუცილებელი გაჭუჭყიანდეთ

3.არასოდეს შეადაროთ თავი სხვა ადამიანებს… არც თქვენზე წარმატებულებს არც თქვენზე წარუმატებლებს. თუ წარმატებულებს შეედრებით, თავს დაითრგუნავთ…თუ წარუმატებლებს – წინ სვლის სურვილი დაგეკარგებათ;
4.ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი – თუნდაც გონებაში. ყოველი დღის ბოლოს გაიხსენეთ 3 მიზეზი, რის გამოც შექების ღირსი ხართ….
5.დაისახეთ საკუთარი იდეალი – ანუ საკუთარი თავის იდეალური ვარიანტი და ყოველდღიურად გადადგით თუნდაც პატარა ნაბიჯი მისკენ.
6.ხშირად გადაიღეთ ფოტო სურათები. იპოზიორეთ….და იპოვნეთ , მოძებნეთ ის რაკურსი საიდანაც უკეთესად „გამოდიხართ ფოტოებზე“. პოზირებისას რამოდენიმეჯერ გამოიცვალეთ ტანისამოსი, აქსესუარები…
7.შეიძინეთ ახალი ნივთები და ისწავლეთ ძველი ნივთების გადაყრა-გაჩუქება. აუცილებელი არ არის ყველაფრის ერთად შეძენა გადაწყვიტოთ და ფული რომ არ გეყოფათ ცუდ გუნებაზე დადგეთ…. დაიწყეთ მცირედით…
8.ხშირად იარეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე – კაფეში, კინოში, თეატრში….. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, რატომ უნდა წავიდნენ კაფეში, როცა ყავა სახლშიც აქვთ – ნუ გაიზიარებთ ასეთ ადამიანების აზრებს….იყავით ახალგაზრდული:
9. ცხოვრების ყველა ეტაპზე იპოვეთ რაიმე, რისი შესწავლითაც დაკავდებით – უცხო ენა, ახალი კერძის მომზადება, ხელნაკეთ ნივთის შექმნა და ა.შ.
10. დაიმახსოვრეთ – საკუთარ თავში დარწმუნებული და ბედნიერი ყველაზე მეტად თქვენივე თავს ჭირდებით…: როგორც თავს გრძნობთ – ისე ხდება ირგვლივ ყველაფერი

კომენტარები

სხვა სიახლეები