როგორია უილ სმითი ლურჯი ჯინის როლში ( ვიდეო)

ინტერნეტში, დისნეის ახალი სათავგადასავლო ფილმის „ალადინის“ პირველი თრეილერი გამოჩნდა. ყველასათვის საყვარელი ზღაპრის ამ ეკრანიზაციის რეჟისორი გაი რიჩია, ალადინის როლს მენა მასუდი ასრულებს, ჟასმინს კი ნაომი სკოტი თამაშობს.
თრეილერის ნახვისას განსაკუთრებულ ყურადღებას ლურჯი ჯინის როლის შემსრულებელი იპყრობს. ეს მართლაც ზღაპრული როლი, არც მეტი არც ნაკლები, თავად უილ სმითმა მოირგო. როგორც ის მედიასთან ინტერვიუებში ამბობს, ამ როლში ცოტა „ჰიპ-ჰოპიც“ შეიტანა.
„ალადინი“ მსოფლიოს კინოეკრანებზე 2019 წლის 24 მაისს გამოვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები