რის გამო თქვა ელისაბედ მეორემ ავტომობილის მართვაზე უარი

ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, საერთო სარგებლობის გზებზე ავტომობილის მართვაზე უარი თქვა. ინფორმაციას The Sunday Times -ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, როგორც ჩანს, 93 წლის დედოფალმა უსაფრთხოების სამსახურის რჩევა გაითვალისწინა. ელისაბედ მეორეს მართვის მოწმობის ჩაბარება არ მოუწევს, რადგან ერთადერთი ადამიანია ბრიტანეთში, რომელსაც ავტომობილის მართვის უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე აქვს. ელისაბედ მეორეს ავტომობილის მართვის უფლება ახლა მხოლოდ საკუთარი მამულის ტერიტორიზე აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები