მობილურების ტექდათვალიერება საქართველოში – რას გულისხმობს ახალი რეგულაცია

 საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, საკუთარ მობილურ ტელეფონს სავალდებულო ტექდათვალიერება ჩაუტაროს. მობილურები სხვადასხვა ფაქტორზე შემოწმდება, მათ შორის  – შემოწმდება ინტერნეტის ისტორია და, პორნოსაიტების აღმოჩენის შემთხვევაში, მობილური ექვემდებარება დაბლოკვას. ახალი რეგულაცია “მუშა ტელეფონი – ჯანსაღი გარემო” მომდევნო თვიდან ამოქმედდება და ტექდათვალიერების საფასური 30 ლარს შეადგენს.
გთავაზობთ ერთ-ერთი კომპანიის “ოფიციალურ” განცხადებას: “ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, საკუთარ ტელეფონს ჩაუტაროს ტექდათვალიერება. კანონი მომდევნო თვიდან ამოქმედდება, ტელეფონის ტექინსპექტირების საფასური კი 30 ლარი იქნება.
ტელეფონი შეიძლება, დაიბრაკოს:
• დაზიანებულ ეკრანზე;
• გაბერილ ელემენტზე;
• ეკრანზე აღმოჩენილ დასაშვებ ნორმაზე მეტი ტონალურის კვალზე;
• დაზიანებულ აქსესუარებზე;
• ტელეფონი თუ ჩანაძირია;
• ტელეფონის პატრონის შიშველი სურათების აღმოჩენაზე;
• გადაიხედება ინტერნეტის ისტორია;
• პოლნო საიტების აღმოჩენაზე.

Apple City მიესალმება ახალ კანონს და გამოთქვამს ინიციატივას, ტელეფონების ტექინსპექტირების პირველი ცენტრი Apple City_ის მაღაზიაში გაიხსნას. მუშა ტელეფონი – ჯანსაღი გარემო! “,- აღნიშნულია განცხადებაში.
პ.ს დღეს პირველი აპრილია და თქვენს ინტერნეტის ისტორიას (ჯერჯერობით) არაფერი ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები