რიანამ სექსუალური საცვლების რეკლამაში მიიღო მონაწილეობა (ფოტო)

მშვენიერმა ვარსკვლავმა არაერთი ცნობილი მამაკაცის გული დაიპყრო, ახლა კი გადაწყვიტა სხვა ქალბატონებსაც ასწავლოს მამაკაცების გულებისკენ მიმავალი გზის მისეული მეთოდი. მომღერალმა გადაიღო ფოტოები თავისი ბრენდის Savage x Fenty-ის საცვლებში. ამ საცვლების კომპლექტის გაყიდვაში გამოსვლა ვალენტინობისთვის იგეგმება.
კომპლექტი სიმბოლურ ფერებშია გადაწყვეტილი-წითელი და ვარდისფერი, საცვლები გაფორმებულია ხავერდის გულებით.
რიანას ამ სამოსის კომპოზიციას გრძელი ხელთათმანები და გულის ფორმის თავსაბურავი ასრულებს.
მომღერლის თაყვანისმცემლებმა „ინსტაგრამზე” მისი სხეული და საცვლების დიზაინი დადებითად შეაფასეს. რიანას სოციალურ ქსელში 66,7 მილიონი გამომწერი ჰყავს. ფოტოებმა 6 მილიონი მოწონება დააგროვა და ვარსკვლავმა უამრავი სასიამოვნო კომენტარიც დაიმსახურა.

კომენტარები

სხვა სიახლეები