რვაფეხა მყვინთავისთვის ვიდეოკამერის წართმევას შეეცადა (სახალისო ვიდეო)

მყვინთავმა, ერიკ დესმეტიმ, გადამღები მოწყობილობა პატარა გამოქვაბულთან დააყენა, რადგან რვაფეხები დაეფიქსირებინა. ერთ-ერთმა რვაფეხამ კი მისთვის ვიდეოკამერის წართმევა სცადა, რის შემდეგაც ერიკს მასთან გამკლავება მოუწია.

“ვიდეოკამერა გამოქვაბულთან დავამონტაჟე. გაოცებული დავრჩი, როდესაც პატარა რვაფეხა მომიახლოვდა და კამერის წართმევა სცადა. რამდენჯერმე ვცადე კამერის დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. რაღაც მომენტში თავი დავანებე იმ იმედით, რომ ის უცხო ნივთის მიმართ ინტერესს დაკარგავდა. საბოლოოდ, რვაფეხამ კამერა დატოვა და წყლის სიღრმეში გაუჩინარდა”, – ამბობს ერიკი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები