“რა შემთხვევაში უნდა დაანგრიო ოჯახი“ – დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ გადაცემაში „რა დროს ძილია?!“ ოჯახურ ძალადობასა და ცოლ-ქმრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„უამრავი მიზეზი არსებობს, რაც ცოლ-ქმარს შორის პრობლემებს წარმოშობს, ეს შეიძლება იყოს სიდუხჭირე, ფინანსური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური პრობლემებიც, უამრავი პრობლემა გვაქვს დღეს… პირველი პრობლემა რაც არის, ეს უსიყვარულობაა, რომ ადამიანები ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და პატივსიცემას კარგავენ. ამიტომაც არის განქორწინება ეკლესიაში დადგენილი, მეორე ჯვრისწერა, არის შემთხვევები როცა ეკლესია აძლევს უფლებას რომ განქორწინდეს ადამიანი, რადგან არანაირი საშუალება აღარ არის უკვე ამ ურთიერთობის გადარჩენის, ამიტომაც დააწესა ეკლესიამ ეს წესები…. ჯვრის კანონში პირდაპირ წერია, რომ – თუ შენ გემუქრება სიკვდილი მეუღლისაგან, (არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება, თუ კაცი) უნდა დაანგრიო ოჯახი. ერთ-ერთი მიზეზი ოჯახის დანგრევის არის ეს, როცა ადამიანი უკვე საშიშროებას ქმნის და შენც იმ ადამიანს ცოდვაში აგდებ, რადგან შენ მას რომ გაერიდო, შესაძლოა მკვლელობასაც აარიდო ადამიანი…
ამ თემას გავურბივართ ხოლმე და ძირითადად ასეთ ჭრილში ანახებენ საკითხს, რომ „აი, კაცები ძალადობენ ქალებზე“, – სულ ასეა… მე, როგორც სასულიერო პირი ვხვდები ასეთ პრობლემასაც, ძირითადი ძალადობა ოჯახში ქალებს შორის, უმეტეს შემთხვევაში დედამთილსა და რძალს შორის არის. ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა იმის გამო, რომ რძალი და დედამთილი ერთმანეთს ვერ უგებენ და ამ შეთხვევაში კაცი ”იჭყლიტება”… რამდენი კაცი მოსულა ჩემთან და უთქვამს: – „მამაო რა გავაკეთო, ეს ცოლია, ეს დედა…“ ანუ მარტო ერთი მხრივ საუბარი ძალადობაზე არასწორია“, – განაცხადა შალვა კეკელიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები