მელანია ტრამპი მადამ ტიუსოს მუზეუმში “დადგეს”

აშშ-ის პრეზიდენტის მეორე ნახევრის, მელანია ტრამპის ცვილის ფიგურა, მადამ ტიუსოს მუზეუმის ნიუ-იორკის ფილიალში გამოჩნდა. პირველი ლედის ფიგურა მისი მეუღლის გვერდით დადგეს. მელანია ტრამპს ლურჯი ფერის კაბა აცვია. პრეზიდენტის ყოფილმა მდივანმა შონ სპაისერმა წყვილის ფიგურების ფონზე, ფოტო პირველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.
„არ ვხუმრობ, იმ ჩემს ფოტოს გადავხედე, რომელიც მანამდე მაქვს გადაღებული პირველ ლედისთან, სანამ პოსტს დავტოვებდი და მართლაც, საოცარია, რამდენად დიდია მსგავსება. იგივე შემიძლია ვთქვა პრეზიდენტზე, შთამბეჭდავია.“- წერს სპაისერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები