რა იქნება მოდაში – „Ralph Lauren“-ის შოკისმომგვრელი ჩვენება “ზღვა გვიხმობს”! გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

მოდის სახლი „Ralph Lauren“ მოდის სფეროში ახალი რეჟიმის «see now buy now» მიმდევარია. აქედან გამომდინარე, ნიუ-იორკში გამართულ გუშინდელ ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო არა შემოდგომა-ზამთრის, არამედ, გაზაფხულ-ზაფხულის კოლექცია.
78 წლის დიზაინერმა ჩვენება იამაიკის სანაპიროზე მდებარე “მონტეგო-ბეის” მიუძღვნა, სადაც ლორენს ვილა აქვს. დიზაინერი მაქსიმალურად შეეცადა ზღვის სანაპიროს ატმოსფერო ნიუ-იორკის პოდიუმზე გადმოეტანა. პოდიუმი იყო ზღვისფერი, ბევრი მოდელი კი ფეხშიშველი გამოვიდა. კოლექცია კლასიკური აღმოჩნდა. მასში საზღვაო სტილის ყველა „ჰიტი“ იყო შეკრებილი: რომანტიული კაბები თეთრ-ცისფერ გამაში და პატარა ყვავილებით მოხატული, გრძელი სარაფნები და კომბინიზონები, ზოლიანი მაისურები, ორბორტიანი პიჯაკები, პოლო და შორტი-ბერმუდები.
ცალკე ყურადღებას იქცევდა ჯინსის გამოყენება კოლექციაში. ლორენმა წარმოადგინა ჯინსი თეთრი ზოლებით, რაც, როგორც ჩანს, ამ ზაფხულის მნიშვნელოვან ტრენდად გადაიქცევა.
დიზაინერმა ჩვენება დაასრულა ზღვის და იამაიკის დროშის ფერებში შესრულებული ნამუშევრებით. წარმოდგენილი იყო თვლებით გაფორმებული კაბები და საზღვაო კოსტიუმები.

კომენტარები

სხვა სიახლეები