კომპანია „Apple”-მა, ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით, „ Iphone X”-ით ფილმი გადაიღო

კომპანია „Apple”-მა ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით, „ Iphone X”-ით, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელად „სამი წუთი“ გადაიღო.
ფილმი, რომელიც რეჟისორმა პიტერ ჩანმა გადაიღო, 7 წუთს და 55 წამს გრძელდება და ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული.
კომპანია „Cupertino“-მ ფილმის ჩვენება, YouTube არხის საშუალებით განახორციელა.
ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს გაიგოს თუ როგორ მოხდა ფილმის გადაღება და მისი დამონტაჟება, შეუძლია შევიდეს სპეციალურ საიტზე, სადაც ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი.

https://www.youtube.com/watch?v=ySLn-2MZenU

კომენტარები

სხვა სიახლეები