რა აკავშირებთ ლედი გაგას და რიკი მარტინს?

ლედი გაგა და რიკი მარტინი ერთმანეთს 2019 „SAG Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიალზე შეხვდნენ და მედიისთვის დაუღალავად იპოზიორეს კიდეც.
ვარსკლავები წითელ ხალიჩაზე გადაიკვეთნენ და ერთობლივი ფოტოებიც სიამოვნებით გადაიღეს. მოულოდნელი და წუთიერი შეხვედრა სახალისო და თბილ ფოტოსესიაში გადაიზარდა.
მართალია, ამ ორ მომღერალს ერთად არ უმუშავია, მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ​ – ეს პროდიუსერი რაიან მერფია. გაგა მონაწილეობას იღებდა „American Horror Story“-ს ორ სეზონში, ხოლო რიკი მარტინი -American Crime Story: The Assassination of Gianni Versace-ს ეპიზოდებში. შესაძლოა, პროდიუსერმა ორივე ვარსკვლავი ერთ ტელეშოუში დაასაქმოს და მაყურებელმა მათი დუეტიც იხილოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები