რატომ იღებს ადამიანი ვალს, თუ მისი გადახდა არ შეუძლია? – ირმა სოხაძე

“მე არა მაქვს, მაგალითად, არცერთი ბანკის ვალი და არცერთ ჩემს ახლობელს არა აქვს, ასე რომ, არც ის არის მართალი, მთელი საქართველო რომ ვალებშია.
ჩემი სამეგობროც საშუალო ფენაა, გადასარევი ინტელიგენცია, სულაც არ არიან მდიდრები, მაგრამ არ იღებენ ვალებს ბანკიდან. რაც გვაქვს, იმას ვიმყოფინებთ. მაქვს ერთი ბინა და სულაც არ მინდა მეხუთე ბინა. რატომ იღებს ადამიანი ვალს, თუ მისი გადახდა არ შეუძლია? აბა რა ქნას, სახელმწიფომ, დაუფაროს ვალი?” – განაცხადა “ტვ იბერიას” გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” მომღერალმა ირმა სოხაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები