რატომ ეძებს “ვიქტორია სეკრეტი” აზიელ ანგელოზს და ვინ მოირგებს 2017 წლის ბრილიანტის ბიუსჰალტერს (ფოტოკოლაჟი)

ქალის თეთრეულის ამერიკული კომპანია “ვიქტორია სეკრეტი” 2017 წლის 17 – 18 აგვისტოს ჩვენებას ჩინეთში გამართავს. ამასთან დაკავშირებით, “ვიქტორია სეკრეტი” სპეციალურ კონკურსს ჩაატარებს, რათა შეარჩიოს 1 აზიელი მოდელი, რომელიც ბრენდის ანგელოზების ხაზს შეუერთდება.
ფოტოზე ყველაზე წარმატებულ აზიელი ტოპ მოდელებს ხედავთ: მინგ ხი, სუი ჰე, ლიუ ვენი (ყველაზე დიდი მოდელია აზიიდან) და ფეი ფეი სანი.


გავრცელებული ინფორმაციით ვიქტორია სეკრეტის 2017 წლის ბრილიანტის ბიუსჰალტერს კი ერთ-ერთი ანგელოზი – სტელა მაქსველი მოირგებს.

გასულ წელს ზემოთ აღნიშნული 3 მილიონ დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბიუსჰალტერი ჟასმინ თუკერსმა მოირგო.

კომენტარები

სხვა სიახლეები