რატომ ბრაზობს კვირა პლუსის ჟურნალისტი ? – ფოტოკოლაჟი

სახელი: ფატი

გვარი: ბოლქვაძე

სამუშაო ადგილი: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირა პლუს“.

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი… ბავშვობის ოცნება ნამდვილად არ იყო ეს პროფესია , მაგრამ ისეთ გარემოში მოვხვდი, რომ  ძალიან მომეწონა ეს გადარბენები, დატვირთული გრაფიკი. კარგად ვგრძნობ თავს.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… კომუნიკაბელურობას და როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს.

ყველაზე ცუდი თვისება, რაც მაქვს, არის… ეგოისტი  და ცოტა ეჭვიანი ვარ. როგორც პირად ცხოვრებაში , ასევე მეგობრებთან ურთიერთობაში, თუმცა ვცდილობ, ამას სერიოზული სახე არ მივცე.

რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ჩემი ლაბრადორი. საერთოდ ცხოველები ძალიან, ძალიან მიყვარს.

ბავშვობაში ვოცნებობდი… გავმხდარიყავი არქეოლოგი.

ნიჭი, რომელსაც მინდა, ვფლობდე… არ ვიცი, რამდენად ნიჭია, მაგრამ მინდა, რომ წარმატებული ჟურნალიტი ვიყო. ალბათ ამასაც ნიჭი სჭირდება.

მჯერა, რომ… ყველაფერი შიცვლება უკეთესობისკენ და იქნება მშვიდობა. მინდა, ყველს გვიყვარდეს ერთმანეთი, უფრო მეტ პატივს ვცემდეთ ერთმანეთს.  ამით ნაკლები შური, ბოღმა და ბოროტება იარსებებს.

ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ საუბარში… „გასაგებია“.

ვბრაზდები, როცა…  რაღაცას ვუხსნი ვინმეს და  ვერ იგებს. შეიძლება, მე ვერ ვუხსნი კარგად ან ის განგებ არ იგებს. მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ძალიან მკაცრი ვიქნებოდი, ალბათ ამიტომაც არავის არაფერს ვასწავლი. (იცინის)

რაც მაქვს და ყველაზე მეტად მეშინია, რომ დავკარგო, არის… ჩემი ოჯახი. ძალიან ბევრნი ვართ, 6 დედმამიშვილი – ხუთი და და ერთი ძმა, რომელსაც ძალიან ვანებივრებთ. ჩემი ოჯახი ჩემი იმედია.

ჩემი მეგობრები… იდეალურები არიან ჩემთვის. მე კი მათთვის აუტანელი ვარ.

ყველაზე გაურკვეველი სიტუაცია, რაც ცხოვრებაში მქონია, არის… ჩემი პირადი ურთიერთობები. ახლა გარკვეული მაქვს, მაგრამ მაინც…

ადრე ვფიქრობდი და ახლა აზრი შემეცვალა… ადრე ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ცუდად იქნებოდა  ჩემს პირად ცხოვრებაში. საერთოდ, პირადულს ყველაფერს რთულად აღვიქვამ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ რაღაც  უკეთესობისკენ იცვლება და ეს მახარებს. მინდა, ყველა ასე იყოს.

ყველაზე მეტად გული  მიჩუყდება… თუ ვხედავ, რომ ვიღაცას უჭირს ან რაღაც ძალიან ცუდი ხდება, ვცდილობ, სიტუაცია გავანეიტრალო და სხვა რამეზე ვფიქრობ, ვითომ არ განვიცდი, ამ დროს კი შინაგანად ძალიან ცუდად ვარ. მინდა, მქონდეს საშუალება, ყველას დავეხმარო და ყველა ბედნიერი იყოს, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ.

ფილმი, რომელმაც ამატირა… არც ერთ ფილმზე არ მიტირია, ემოციებს ვაკონტროლებ და ვცდილობ, ჩავკეტო. ვიცი, რომ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ.

ყველაზე მეტად თავისუფალი ვარ მაშინ, როცა… ჩემს მეგობრებს ვნახულობ. მათთან სულ სხვა ადამიანი ვარ. ყველზე კარგად ვარ სახლში, ჩემს ოჯახთან. ოჯახის გარეთ ნიღბებს ვატარებ და ამას არც ვმალავ.

საუკეთესო, რაც მაქვს, არის… მეუბნებიან, რომ არც ისეთი ცუდი გოგო ვარ. მე არ ვეთანხმები. ადვილად შემიძლია პატიება – ალბათ, ეს არის ჩემი კარგი თვისება.

ყველაზე მეტად განვციდი… გულწრფელად ვიტყვი, რომ საქართველოში ამდენი გაჭირვებული ადამიანი რომ არის, ამას განვიცდი და ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა. იმედის ვიტოვებ, რომ რამე შეიცვლება.

მრცხევნია მაშინ, როცა… სამსახურში დავაგვიანე და შენიშვნა მივიღე – მახსოვს, რომ მაშინ ძალიან შემრცხვა.

თავისუფალ დროს…  სახლში ვარ, ჩემთვის, ჩემს ძაღლთან ერთად და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… მინდა, რომ უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი.

30 წლის შემდეგ ვიქნები… ალბათ, ძალიან უხასიათო მოხუცი. არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რადგან ასაკი მემატება. ხანდახან მინდა, რომ დრო გავაჩერო და სულ ასეთი დავრჩე.

წყარო: http://funtime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები