რას ამბობს ჭავჭავაძეზე დაღუპული მუშის შვილი

გუშინ, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგედიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს მაშველებმა ჩამოწოლილი მიწის ქვეშ, მრავალსაათიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ერთ-ერთი დაღუპული მუშის, 41 წლის მამაკაცის შვილი ამბობს, რომ მას, ამ დროისთვის, არ აქვს ინფორმაცია, რის გამო დატრიალდა ტრაგედია და რა მოხდა მშენებლობაზე. “უსაფრთხოება იყო, მაგის ბრალი იყო, საერთოდ რა იყო, ვერ გეტყვით. დაზუსტებით არაფერს მეუბნებიან. მე შვილი ვარ, მაინტერესებს”, – ამბობს გარდაცვლილი მუშის შვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები