პუგაჩოვა ჯვრისწერის დეტალებზე საუბრობს – როგორ გამოიყურება მომღერალი მაკიაჟის გარეშე (ფოტო)

ცნობილმა რუსმა პოპმომღერალმა ალა პუგაჩოვამ ტელეწამყვან მაქსიმ გალკინთან ჯვრისწერის დეტალებზე ისაუბრა.
პოპვარსკვლავი ამბობს, რომ ჯვრისწერა მან გალკინთან 6-წლიანი ურთიერთობის შემდეგ გადაწყვიტა, ვინაიდან “ეს ის ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა”. ჯვრისწერა მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში შედგა.
თავის მხრივ, მომღერალმა ალექსანდრე ბუინოვმა გალკინის და პუგაჩოვას ჯვრისწერაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ ცერემონიაზე მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაპატიჟეს. სტუმრებს შორის იყო პუგაჩოვას შვილი კრისტინა ორბაკაიტე და შვილიშვილი კლავა, ასევე პუგაჩოვას დიდი ხნის მეგობარი ალინა როდელი და ცნობილი რუსი დიზაინერების, იუდაშკინების ოჯახი.
ცნობისთვის, ყოფილ მეუღლესთან, ცნობილ პოპვარსკვლავ ფილიპ კირკოროვთან, ალა პუგაჩოვას ჯვრისწერა იერუსალიმში შედგა.

კომენტარები

სხვა სიახლეები