პაპარაცთან ჩხუბის გამო, One Direction-ის სოლისტი დააკავეს (ვიდეო)

პოპულარული ბრიტანული ჯგუფ One Direction-ის სოლისტი ლუის თომლინსონი პაპარაც ფოტოგრაფთან ჩხუბის გამო დააკავეს.
შემთხვევა ლოს-ანჯელესის აეროპორტში მაშინ მოხდა, როცა მომღერალი მის მეგობარ გოგოსთან ელეონორ კოლდერთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა. მათ პაპარაცები შემოეხვივნენ. ამ დროს ერთ-ერთი ფოტოგრაფი წაიქცა. ლოს ანჯელესის პოლიციის თქმით, მას ხელი ლუისმა ჰკრა.
ვოკალისტის ადვოკატის თქმით, სიტუაციის პროვოცირება პაპარაცებმა მოახდინეს, როდესაც ლუის მეგობარ გოგოს გადაადგილების საშუალება არ მისცეს და ფოტოების გადასაღებად “თავს დაესხნენ”.
რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ, ლუის თომლინსონი გაათავისუფლეს, თუმცა 29 მარტს ის სასამართლოს წინაშე წარსდგება.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=btdv5w454EQ&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები