ოსკარის ნომინანტების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

90-ე ყოველწლიური აკადემიის ჯილდოს ნომინანტების ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. ცერემონია ადგილობრივი დროით 5:22 საათზე დაიწყება. ამის შესახებ goldderby წერს.

კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის Samuel Goldwyn Theater-ის სცენაზე 24 კატეგორიის ნომინანტები დასახელდებიან. ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე ნომინაციები გამოცხადდება 11 კატეგორიაში მათ შორის: კინემატოგრაფია, კოსტიუმების დიზაინი, ფილმის მონტაჟი, მაკიაჟი, თმის ვარცხნილობა, ხმის მონტაჟი, ვიზუალური ეფექტები, ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ლაივ მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

მეორე ეტაპზე კი დასახელდებიან ნომინაციები 13 კატეგორიაში, მათ შორის: სურათი, რეჟისორი, მსახიობი, ადაპტირებული სცენარი, ორიგინალური სცენარი, სიმღერა, ანიმაციური მხატვრული ფილმი, დოკუმენტური მხატვრული ფილმი, დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი და სხვა.

კომენტარები

სხვა სიახლეები