ორიგინალური “ვალენტინობა” გორის ციხეზე “მაკოს”(ფოტო)

„ვალენტინობის” დღესთან დაკავშირებით, გორის ციხეზე წარწერა გაჩნდა – „მაკო“ და გული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის წარწერის ავტორი, ან – თავად მაკო. თუმცა, აშკარაა, რომ მაკოს გორელი ბიჭის გული ისე აქვს დაპყრობილი, უშიშარი ვალენტინი გორის ციხის აღმართს არ შეუშინდა და წარწერა გვიან ღამით გააკეთა.
სოციალურ ქსელში სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც არ წყდება კომენტარები:
„არ ვიცი, ვინ გააკეთა, მაგრამ კარგია! იმედია, ადრესატამდე მიაღწია უკვე შეტყობინებამ“.
„საოცარია, კიდევ რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, ვისაც უდიდესი სიყვარული შეუძლია და ამას თამამად გამოხატავს. გული ამევსო სითბოთი“.
„ნუთუ ასეთი რამის გაკეთება შეძლო ასეთ ადგილას, ყოჩაღ! ეს მართლაც ნამდვილი სიყვარულია“
„ნამდვილად საყვარელი ადამიანია ადრესატი“.
„ვიღაცას ძალიან უწვალია“.
„ეს პოსტი დავდე იმისთვის, რომ დაგანახოთ: ბედნიერება წვრილმანებშია, რომ არიან კიდევ შემორჩენილი ადამიანები, რომლებიც ელემენტარულ რაღაცას დიდი სიყვარულით აკეთებენ საყვარელი ადამიანებისთვის“.

კომენტარები

სხვა სიახლეები