როგორ „დატროლა“ რომან გოცირიძემ სოცქსელი და ვის „წაართვა“ მან ბავშვობის ფოტო

სოციალური ქსელი, ბოლო დღეების განმავლობაში, ახალმა “ჩელენჯმა” მოიცვა – „გააზიარე ბავშვობა“. მოვლენებს არც პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ჩამორჩა და გამოწვევას შეუერთდა.
„რადგან ვირუსივით გავრცელდა, რას იზამ, მეც უნდა ავყვე.
ასეთი ვიყავი 7 წლის ასაკში“, – დაპოსტა დეპუტატმა და ქვემოთ მოცემული ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, რადგან ფოტოზე აღბეჭდილი ბიჭუნა რომან გოცირიძეს ნამდვილად არ ჰგავდა. მას შემდეგ, რაც ხალხს ფოტოს ნამდვილობაში ეჭვი შეეპარა, გოცირიძემ ახალი პოსტი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ვებმომხმარებლები მარლონ ბრანდოს ბავშვობის ფოტოთი „დატროლა“.
„გუშინდელი ჩემი ფოტოპოსტის მორალი ასეთია: არასდროს ენდოთ პოლიტიკოსებს, თუ ასჯერ არ გადაამოწმებთ მათ ნათქვამს!
-სერიოზული კაცია, შვიდი მილიარდი აქვს და ხომ არ მოიტყუება?
-მდიდარი კაცია, ფულს ხომ არ მოიპარავს?
-სერიოზული კაცია, სხვისი ფოტოს დადებას როგორ იკადრებდა? მერე რა, რომ ქერათმიანია, მერე გაუშავდა. არც ცხვირი ჰგავს? ბავშვობაში ვის უგავს. დეტალები ხომ არაა მთავარი, მთლიანობაში ხომ ჰგავს?
-ცოლმაც რომ დაიჯერა?
-არ შეცვლილხარო. უნდა გავარკვიო, მასიამოვნა თუ დამცინა.
კეთილი ხუმრობით, თქვენი მარლონ ბრანდო“,- წერს რომან გოცირიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები