ნუცა ბუზალაძე American Idol-ის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა (ვიდეო)

ნუცა ბუზალაძე პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიოში ცნობილ პროექტში American Idol მონაწილეობს.
მომღერალი ამერიკული მეგაშოუ American Idol-ის კონკურსანტების ტოპ 12-ში გადავიდა.
ნუცამ ამ ტურში ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა And I Am Telling You, You Are Not Going ფილმიდან Dreamgirls შეასრულა და ჟიურის სამივე წევრისგან მოწონება დაიმსახურა.
ნუცა ბუზალაძე პროექტის ტოპ 12-ში მოხვდა არა მაყურებელთა ხმების, არამედ ჟიურის კვოტის წყალობით. ჟიურის უფლება ჰქონდა, მომდევნო ტურში ორი კონკურსანტი გაეყვანა, მათგან ერთ-ერთი იყო ნუცა.

კომენტარები

სხვა სიახლეები