ნატალი პორტმანს “ლეონის” გამოსვლის შემდეგ, 13 წლის ასაკში გაუპატიურებით დაემუქრნენ

1994 წელს “ლეონის” გამოსვლის შემდეგ, მსახიობმა ნატალი პორტმანმა, რომელიც იმ დროს 13 წლის იყო, თაყვანისმცემლისგან წერილი მიიღო. ანონიმი თაყვანისმცემელი წერილში აღწერდა, თუ როგორ გააუპატიურებდა მსახიობს. ამის შესახებ პორტმანმა ქალთა მარშზე გამოსვლის დროს განაცხადა.

“ადგილობრივ რადიოში ყოველდღიურად ითვლიდნენ დროს, როდის გავხდებოდი მე 18 წლის – გულისხმობდნენ, რა თქმა უნდა იმას, როდის შეძლებდნენ კაცები ჩემთან დაწოლას. კინოკრიტიკოსები მსჯელობდნენ ჩემს მკერდზე და წონაზე. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის ვიყავი, ძალიან მალევე მივხვდი, რომ სექსუალურობის დემონსტრირებით უსაფრთხოდ ვერ ვიქნებოდი”, – განაცხადა მსახიობმა.

გასული წლის ნოემბერში, პორტმანმა განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი თითქმის ყველა ფილმის გადასაღებ მოედანზე გამხდარა. მსახიობმა გაიხსენა, რომ ერთ-ერთმა პროდიუსერმა მას კერძო თვითმფრინავით გამგზავრება შესთავაზა. “როდესაც მივედი, ჩვენ მარტო აღმოვჩნდით, ბორტზე კი მხოლოდ ერთი საწოლი იყო გამზადებული. არაფერი გვქონია, რადგან მე ვუთხარი, რომ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. მან გაიგონა, რაც ვუთხარი, მაგრამ ეს მაინც არ იყო ნორმალური, ხვდებით?”, – განმარტმა პორტმანმა.

სექსუალურ ძალადობასა და შევიწროებაში დადანაშაულება 2017 წლის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად იქცა. მასშტაბური სკანდალი, რომელიც ჰოლივუდში ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის დადანაშაულებით დაიწყო, მასობრივად გავრცელდა და ამერიკის ფარგლებსაც გასცდა.

წყარო:imedinews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები