ნატალი პორტმანის პროტესტი „ოსკარები 2020“–ს – მსახიობის იდეალური ჩაცმულობა და პატივი ქალ რეჟისორებს (ფოტო)

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92–ე ცერემონიალი შედგა. ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა ჩაცმულობებით გაიარეს.

წარმატებული მსახიობი ნატალი პორტმანი კამერების წინ Dior–ის იდეალური სამოსით გამოჩნდა. მას მოსასხამზე ოქროსფერი ასოებით ამოქარგული ჰქონდა ყველა იმ ქალი რეჟისორის გვარი, რომლებიც საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში ვერ მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ ნომინაციაში მიმდინარე წელს მხოლოდ მამაკაცი რეჟისორები იყვნენ დასახელებულნი. პორტმანის პროტესტი სწორედ ამას უკავშირდებოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები