ნაომი კემპბელი და ლიამ პეინი ჰონგ-კონგში დააფიქსირეს

სუპერმოდელი ნაომი კემპბელისა და ბრიტანელი მომღერლის ლიამ პეინის ურთიერთობის შესახებ დასავლური მედია უკვე ერთი თვეა საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ თავად 48 წლის სუპერმოდელი ამ ფაქტს უარყოფს, წყვილი რამდენჯერმე ერთად დააფიქსირეს. ამჯერად, კემპბელი ჰონგ-კონგში გამართულ Formula E-ს შეჯიბრს დაესწრო, სადაც ლიამ პეინიც იმყოფებოდა.
​25 წლის ლიამ პეინი მომღერალ შერილზე იყო დაქორწინებული. წყვილი გასულ წელს დაშორდა. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები