ნათია ფანჯიკიძე: სოფო ბედიას ქმრის არ იყოს, ვარჯიში დავიწყე

“სოფო ბედიას ქმრის არ იყოს, ვარჯიში დავიწყე და აღტაცებული ვარ ჩემი ყოფა-ქცევით. ასეთი ელეგანტური და დახვეწილი ცხოვრების არც ერთ სიტუაციაში არ ვარ”-ამის შესახებ ფსიქოლოგი, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ “კამარას” დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე წერს სოციალურ ქსელში.
როგორც ის აღნიშნავს, ძალდატანების გარეშე ჩამოუვლის რკინის ყველა მანქანას, ადასტურებს, რომ ეფექტურია და მიდის. თუმცა მისივე თქმით, ოპტიკური ილუზია მუშაობს და ვარჯიში მოუხდა.

“სოფო ბედიას ქმრის არ იყოს, ვარჯიში დავიწყე და აღტაცებული ვარ ჩემი ყოფა-ქცევით. ასეთი ელეგანტური და დახვეწილი ცხოვრების არც ერთ სიტუაციაში არ ვარ, – იხვითქება ირგვლივ ხალხი, ქალი თუ კაცი რკინას ღუნავს, მე როგორი სუფთა-კრიალაც შევდივარ, ასეთივე სუფთა-კრიალა გამოვდივარ. ნაზად, კოხტად, ძალდატანების გარეშე ჩამოვუვლი რკინის ყველა მანქანას, გავეცნობი, იფ, რა კარგი და ეფექტურია, ვადასტურებ და მოვდივარ. მაგრამ იცით, რა კარგია სხვების მოქმედებების ყურება? თვალი ასკანერებს, ტვინში სარკისებური ნეირონები პროექციას ქმნის, თითქოს შენც იგივეს აკეთებ და კი მომიხდა სხვათაშორის.
ოპტიკური ილუზია მუშაობს”,-წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები