მამაკაცი, რომლის გარდაცვალება სამმა ექიმმა დაადასტურა, გაკვეთის წინ “გაცოცხლდა”

ესპანეთის ერთ-ერთ ციხეში პატიმარი გარდაიცვალა, ყოველ შემთხვევაში – ექიმებმა ის გარდაცვლილად მიიჩნიეს. სიკვდილი სამმა ექიმმა დაადასტურა.

ცხედარი გადაახვიეს და საავადმყოფოს მორგში გადაიტანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, როდესაც ცხედრის გაკვეთას იწყებდნენ, 29 წლის მამაკაცმა “ხვრინვა დაიწყო”.

გონზალო მონტოია ხიმენეზი ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევიდან 24 საათის შემდეგ მას ცნობიერება დაუბრუნდა.

ინციდენტი ექიმებმა კატალეფსიით ახსნეს – ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეული უძრავი ხდება, ფუნქციები სუსტდება, მათ შორის – სუნთქვაც.

მედიკოსები შიშობდნენ, რომ შესაძლოა, ტვინი ყოფილიყო დაზიანებული, თუმცა ხიმენესმა საუბარი დაიწყო და მდგომარეობა საგრძნობლად გაუუმჯობესდა.

პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, გონზალოს ეპილეფსია აქვს, ციხეში ყოფნის დროს კი საჭირო წამლებს არ იღებდა.
ესპანეთის პენიტენციალურ სისტემაში კომენტარს, ჯერ-ჯერობით, არ აკეთებენ.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები