მსოფლიოში პირველი კოსმონავტი ქალი დღეს იუბილარია – ვალენტინა ტერეშკოვას 82 წელი შეუსრულდა

მსოფლიოში პირველი კოსმონავტი ქალი, ვალენტინა ტერეშკოვა, 1937 წლის 6 მარტს დაიბადა, დღეს მას 82 წელი შეუსრულდა. ვალენტინა წარმოშობით იაროსლავლის რეგიონის სოფელ მასლენიკოვოდანაა.
ვალენტინა ტერეშკოვას მამა ტრაქტორისტი იყო, ის სსრკ-ფინეთის ომში დაიღუპა. ელეტენა ტერეშკოვა(კრუგლოვა), ვალენტინას დედა, თავდაპირველად მეურნეობაში, ხოლო სამამულო ომის შემდეგ, “წითელი პერეკოპის” კომბინატში მუშაობდა.
1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინის კოსმოსში წარმატებული პირველი ფრენის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ კოსმოსში ქალი კოსმონავტი უნდა გაფრენილიყო.
პირველი ქალი კოსმონავტის როლს ძალიან ბევრი პრეტენდენტი ჰყავდა. კასტინგის 800 მონაწილე ქალიდან ფინალში 30 გავიდა. მათ გადამწყვეტი ფრენისთვის ამზადებდნენ. მომზადების პროცესში ხუთი საუკეთესო კანდიდატის გადარჩევა მოხდა და ვალენტინა ტერეშკოვა ერთ-ერთი იყო, მაგრამ არა პირველი, სამედიცინო მონაცემებით ის საერთოდაც ბოლო ადგილს იკავებდა. გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ ვინ გაფრინდებოდა კოსმოსში, თავად ხრუშჩოვმა მიიღო და ეს ვალენტინა ტერეშკოვა გახდა.
პირველი კოსმოსური ფრენა ვალენტინა ტერეშკოვამ 16-19 ივნისს 1963 წელს განახორციელა, როგორც კოსმოსური ხომალდი “ვოსკო-6”-ის კომანდორმა. ფრენის ხანგრძლივობა 22 საათი და 50 წუთი იყო. მისმა გემმა დედამიწას 48 წრე დაარტყა.

კომენტარები

სხვა სიახლეები