ტრანსგენდერმა მამაკაცმა შვილი გააჩინა

28 წლის ვაილი სიმფსონმა, რომელიც ტეხასში ცხოვრობს, მეგობარი მამაკაცისგან შვილი გააჩინა. სიმფსონი 21 წლის ასაკამდე ქალი იყო, შემდეგ კი მამაკაცად გარდაქმნის გზა აარჩია, რის მერეც არა ერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. მიუხედავად იმისა, რომ ის ტესტოსტერონის შემცველ პრეპარატებს წლების განმავლობაში იღებდა, მას ქალის სასქესო და რეპროდუქციული ორგანოები კვლავ აქვს.
წყვილის და ექიმების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგეს, რომ მშობლები გახდებიან. მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ბავშვი უნდა გაჩნდეს. 2018 წლის სექტემბერში საკეისრო კვეთის შედეგად, ბიჭი დაიბადა. როგორც ვაილი სიმფსონი ამბობს, ეს განუმეორებელი გამოცდილებაა და საჩუქარია, თუმცა მეორედ შვილს აღარ გააჩენს, რადგან ის საზოგადოების მხრიდან „ბულინგის“ და კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა, რაც მისთვის ძალიან რთულად გადასატანი აღმოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები