მსახიობის ექს-მენეჯერმა, ჰარვი ვაინშტეინის საქმის გამო, თავი მოიკლა

ამერიკელმა კინოპროდიუსერმა როუზ მაკგოუნმა, დეპრესიასთან გრძელვადიანი ბრძოლის შემდეგ, თავი მოიკლა. ამის შესახებ გამოცემა „Variety“ მის ოჯახზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ჯილ მესიკი 1997 წელს, ერთ-ერთი ფილმის გადაღებების დროს, მსახიობ როუზ მაკგოუნის მენეჯერად მუშაობდა. მსახიობმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პროდიუსერმა ჰარვი ვაინშტეინმა ის გააუპატიურა.
„ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი ქალი გამოდიოდა ჰარვი ვაინშტეინის წინააღმდეგ ბრალდებებით, მათ შორის იყო როუზ მაკგოუნიც, რომელიც რამდენჯერმე ესაუბრა პრესას და საუბრობდა არა მარტო თავის სავარაუდო თავდამსხმელის, არამედ ბევრი სხვა ადამიანის წინააღმდეგ… მათ შორის, ერთ-ერთი იყო ჯილი, რომელმაც გადაწყვიტა, არ ეპასუხა როუზის ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რადგან არ სურდა მოეხდინა იმ ადამიანების დისკრედიტაცია, ვინც სიმართლის თქმა გადაწყვიტა.“ – ნათქვამია მესიკის ოჯახის წერილში.
მესიკის ნათესავებმა განცხადებაში აღნიშნეს, რომ ის პირველი გამოვიდა მაკგოუნის დასაცავად და მომხდარის შესახებ ხელმძღვანელ პირებს შეატყობინა. მათ დაარწმუნეს მესიკი, რომ ამ საქმეს მიხედავდნენ. „იმ მომენტისთვის ერთადერთი, რაც ჯილმა იცოდა, იყო ის, რომ საკითხი მოგვარებული იყო და როუზმა გააგრძელა ვაინშტეინთან მუშაობდა. მან არასდროს იცოდა ფაქტის დეტალები, სანამ როუზმა არ გადაწყვიტა ამის შესახებ საჯაროდ მოეყოლა“
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მას მერე რაც მაკგოუნმა საჯაროდ განაცხადა გაუპატიურების შესახებ, ვაინშტეინის ადვოკატმა მესიკი საქმის გარჩევაში ჩაითრია, როცა ელექტრონული შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელშიც პროდიუსერი მისი კლიენტის დაცვას ცდილობდა.
ქალის ნათესავების თქმით, მას ფსიქიკური აშლილობა დაემართა. თავისი სახელის ნახვა სტატიების სათაურებში ისევ და ისევ, გაუთავებლად, ერთი ადამიანის თავის გამართლების მცდელობების ფონზე, გამანადგურებელი გახდა მისთვის. მესიკი ისეთი ფილმების წარმოებაში მონაწილეობდა, როგორებიცაა: „ეს ყველაფერი ის არის“, „ცუდი გოგონები“, „ფრიდა“ და სხვები.

კომენტარები

სხვა სიახლეები