ერთი ქმარი კარგია, ბევრი – უკეთესი, მრავალქმრიანობა – ტიბეტის ძველი ტრადიცია

არსებობს შეხედულება, რომ ქალები მონოგამიურები არიან, ხოლო მამაკაცები თავისი ბუნებით ნაირ-ნაირ ქალებთან ეძებენ ურთიერთობას. თუმცა ტიბეტის ძველი ტრადიცია ამ შეხედულებას რადიკალურად ეწინააღმდეგება. აქ ქალებს რამდენიმე ქმარი ჰყავდათ, თანაც ქმრები ერთმანეთის ძმები იყვნენ. ტიბეტში მიაჩნდათ, რომ ასეთი უცნაური ურთიერთობები – ფინანსური კეთილდღეობის წინაპირობა იყო. ტრადიციის მიხედვით, ცოლს უფროსი შვილი ირჩევდა, ხოლო შემდეგ ის უმცროს ძმებსაც „ერგებოდათ“. თუ ქმარი საერთო კეთილდღეობაზე არ ზრუნავდა, ცოლს სახლიდან მისი გაგდებაც კი შეეძლო (თუმცა მანამდე დედამთილთან საუბარი მოუწევდა, რომელიც ქალს გზააბნეული შვილის შეწყალებას სთხოვდა).
ძალიან წარმატებულად ითვლებოდა, როდესაც ქალს ბევრი ქმარი ჰყავდა, რადგანაც ეს ოჯახის სიმდიდრეს ნიშნავდა. თუ მამაკაცს რაიმე მიზეზით სხვა ცოლის მოყვანა სურდა, და თავის ცხოვრებას „ოჯახის“ ცოლს არ უკავშირებდა, მას მხოლოდ პირადი ქონების წაღების უფლება ჰქონდა, ხოლო ოჯახის ქონებაზე პრეტენზიის უფლება – არა.
პოლიგამიური კავშირები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღესაც არსებობს. ასე მაგალითად, ინდოეთში მსოფლიოს ყველაზე დიდი ოჯახი ცხოვრობს. ოჯახში 1 ქმარი, 39 ცოლი და 95 ბავშვია!

tibet-2 tibet-3 tibet-4 tibet-5

კომენტარები

სხვა სიახლეები