მომღერალი ლადო ჯანელიძე ქართულ შოუ-ბიზნესს უბრუნდება

მომღერალი და მსახიობი ლადო ჯანელიძე ხანგძლივი პაუზის შემდეგ, ქართულ შოუ-ბიზნესს უბრუნდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “რესპუბლიკაში” მისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.
“სიმღერის სახელწოდება „გამიღიმე“ გახლავთ, რომლის ტექსტი სიყვარულზეა. კლიპისთვის გადასაღები გარემოც შესაბამისი შეირჩა. პრეზენტაციას უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. მომღერალმა პირობა მისცა მაყურებელს და მსმენელს, რომ აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
ლადო ჯანელიძე: დღეს ფაქტიურად თავიდან დავიბადე. ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ყველა ჩემს მეგობარს ვინც, გვერდით დამიდგა უღრმესი მადლობა ვუთხრა.
ჩვემ ასევე, ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორს და წამყვანს ნანკა ქოქიაშვილს ვესაუბრეთ.
ნანკა ქოქიაშვილი: მიხარია, რომ დღევანდელი დღის თანამონაწილე ვარ. მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოკლე დროში გავაკეთეთ ყველაფერი, მაინც კმაყოფილი ვარ. წარმატებებს ვუსურვებ ლადოს.
პრეზენტაცია ’’ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფის’’ ორგანიზებით განხორციელდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები