მოდელმა Lamborghini Aventador-ი სვაროვსკის 2 მილიონი კრისტალით გააფორმა

26 წლის მოდელმა, დარია დარიონოვამ ლონდონელები შოკში ჩააგდო. მოლდოველმა მოდელმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა თავისი სუპერ მანქანის, Lamborghini Aventador-ის ფოტოები, რომელიც მთლიანად სვაროვსკის კრისტალებით გააფორმა. გოგონა ლონდონში საცხოვრებლად ახლახან გადაბარგდა.
ეს დარიასთვის მანქანების მორთვის პირველი მცდელობა არ არის. ცოტა ხნის წინ, მან Lamborghini Huracan-ი და Mercedes CLS-ი გაალამაზა. მოდელის თქმით, იმისათვის, რომ ახალი მანქანა მთლიანად შეცვლილიყო, 2 მილიონი კრისტალი და მუშაობის 700 საათი გახდა საჭირო. ლონდონური სახელოსნოს, Cars in Cloaks-ს თანამშრომლებმა, ჯამურად, ორი თვე დახარჯეს, რომ ამ მანქანის „აპგრეიდი“ შეესრულებინათ.
განახლებული “სპორტქარი” დარიამ ლონდონის ნაითსბრიდჯში გამოიყვანა. თუმცა, საზოგადოების უმრავლესობამ მისი ეს „სილამაზე“ ვერ დააფასეს. ბევრმა მიიჩნია, რომ გენიალური ავტომობილი გაუფასურდა; ზოგმაც გადაწყვიტა, რომ კრისტალების სიმრავლე მის აეროდინამიკასა და სისწრაფეს პრობლემებს შეუქმნის.

კომენტარები

სხვა სიახლეები