“მისტერ ვალენტინის” შესარჩევი კონკურსი დაიწყო – რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მონაწილეები

“მისტერ ვალენტინის” შესარჩევი ტური დაიწყო. კონკურსი წელს მეთერთმეტედ ტარდება.
იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კონკურსში მონაწილეობის მსურველები კონკურსის იდეის ავტორმა და ჟიურის თავმჯდომარემ, გია ჯაჯანიძემ და კონკურსის ორგანიზატორმა, კახი ხაბეიშვილმა ისაუბრეს.
მათი თქმით, “მისტერ ვალენტინის” ტიტულის მოსაპოვებლად მსურველები პირველ რიგში ვიზუალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ათლეტურები და მოვლილები. გარდა ვიზუალური მხარისა, საჭიროა, იყვნენ თავდაჯერებულნი და კომპლექსებისგან თავისუფალნი. ასევე აუცილებელია, კონკურსანტს ჰქონდეს შარმი.
გია ჯაჯანიძის სურვილით, ჟიურის უნდა დაემატოს ეზოთერიკოსიც, რათა კონკურსანტი ენერგეტიკის მიხედვითაც შეფასდეს.
“მისტერ ვალენტინის” მე-11 კონკურსის პირველი შესარჩევი ტური 20 იანვარს ჩატარდება და ამ დროისთვის უკვე 50 კონკურსანტია დარეგისტრირებული.

 

სოფიო რატიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები