მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

​ჩეხი-ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პროფესორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც მისმა მესამე მეუღლემ მარტინამ განაცხადა, ბოლო დროს ფორმანი სულ ნათესავების გარემოცვაში იყო ამიტომ, იმ ქვეყნად დაწყნარებული წავიდა.
ფორმანი 1932 წლის 18 თებერვალს დაიბადა.
მის ფილმებიდან ორი: “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და “ამადეუსი”, მსოფლიოს ფილმის ისტორიის შედევრებად მიიჩნევა. ფორმანს სწორედ ამ ფილმებმა მოუტანა პრესტიჟული ამერიკის ფილმის აკადემიის ჯილდო – ოსკარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები