“მე რომ რეზომ ცოლად მომიყვანა, სამმა გოგომ თავი მოიწამლა” – ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე ჟურნალ “თბილისელებთან” ინტერვიუში საკუთარი ქორწინების ამბავს იხსენებს:

“16 წლის ვიყავი, რეზო რომ გავიცანით. გერმანიაში ვიყავით. მამა იყო დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩვენ კი ვმღეროდით. იქიდან უკვე მწარედ შეყვარებული ჩამოვედი, მაგრამ ვმალავდი (იცინის). ჩვენთან ყოველ მეორე დღეს სუფრა იშლებოდა და სხვებთან ერთად, რეზოც მოდიოდა. მამაჩემი გიჟდებოდა მასზე და არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდა. მაშინ რეზო ისეთი პოპულარული იყო, ვერც მოვძებნი ანალოგს დღევანდელ შოუბიზნესში. მე რომ ცოლად მომიყვანა, სამმა გოგომ თავი მოიწამლა (იცინის). ძალიან უყვარდათ. კარგი ბიჭი იყო, სიმპათიური, მაღალი. ყველაფერი კარგად გამოსდიოდა, გიტარა, ანეკდოტები, სუფრა, თამადობა. ფენომენური იუმორი აქვს. ბევრი ისეთი თვისებაც, მე რომ არ მიყვარს, მაგრამ ისეთი იუმორი აქვს, ყველაფერს გამოისყიდის” – ამბობს ირმა სოხაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები